რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით სიხშირეების რაოდენობას ზრდის.
ავიაკომპანიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 5 ივლისიდან Azimuth Airlines-ი მოსკოვი თბილისი მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენებს დღეში 2 სიხშირით განახორციელებს.
დღეისათვის ავიაკომპანია ,,ვნუკოვოს" აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით დღეში ერთ რეისს ასრულებს.
დღეში მეორე რეისის დამატება მოხდება საღამოს ,,ვნუკოვოს" აეროპორტიდან. რეისი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე შესრულდება, ხოლო თბილისიდან 23:30 საათზე.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა.
როგორც მაშინ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადეაში აღნიშნავდნენ, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში