USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსმა სამშვიდობოებმა მთიან ყარაბაღში სადამკვირვებლო პუნქტები დახურეს

რუსმა სამშვიდობოებმა მთიან ყარაბაღში სადამკვირვებლო პუნქტები დახურეს

2023-10-06 09:10:47

მთიან ყარაბაღში დისლოცირებულმა რუსმა სამშვიდობოებმა „ ყოფილი კონტაქტის ხაზის გასწვრი დროებითი სადამკვირვებლო პუნქტები დაშალეს“ ამის შესახებ რუსული მერდია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტმა“, - იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, „არ გამოავლინა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა მის პასუხისმგებლობის არეალში“.

რუსული მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 5 ოქტომბერს ვალდაის სადისკუსიო კლუბის შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა შესთავაზა რუსეთს ორმხრივ საფუძველზე მოლაპარაკება მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების სტატუსზე. სომხეთის ხელისუფლება, პუტინის თქმით, დაეთანხმა ამ წინადადებას.

რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში 2020 წლის ნოემბრიდან იმყოფებოდნენ.

19-20 სექტემბერს აზერბაიჯანმა  მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის კონტროლის ქვეშ მოქცევის მიზნით  „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები“ განახორციელა „კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“. მაშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ეს იყო რუსი სამშვიდობოების "მარცხი".

28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის მეთაურმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც წყვეტს არაღიარებული რესპუბლიკის არსებობას. ორ კვირაში მთიანი ყარაბაღი 100 ათასამდე სომეხმა დატოვა.

5 ოქტომბერს, ესპანეთში, გრანადაში გამართული ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, ფაშინიანმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელიც აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიას 86,6 ათასი კვადრატული კილომეტრით, მთიანი ყარაბაღის ჩათვლით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები