დიდი ოდესის პორტიდან პირველი სავაჭრო გემი გავიდა და დროებითი დერეფნის ფარგლებში ბოსფორისკენ მიემართება.
ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა რესტავრაციის საკითხებში უკრაინის თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.
„საკონტეინერო გემმა JOSEPH SCHULTE (ჰონკონგის დროშით) დატოვა ოდესის პორტი და მოძრაობს სამოქალაქო გემებისთვის შექმნილი დროებითი დერეფნის გასწვრივ უკრაინის შავი ზღვის საზღვაო პორტებისკენ,“ - წერს კუბრაკოვი.
ვიცე-პრემიერის თქმით, საკონტეინერო გემი ოდესის პორტში 2022 წლის 23 თებერვლიდან იმყოფებოდა, ვორონცოვსკის შუქურა დატოვა და ბოსფორისკენ მიემართება. ბორტზე - 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია (2114 კონტეინერი), საკვების ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში თურქეთმა, გაერომ, რუსეთმა და უკრაინამ სტამბულში ხელი მოაწერეს „მარცვლეულის შეთანხმებას“, ხორბლის ექსპორტის აღდგენის მიზნით, რომლებიც 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეჩერდა.
რუსეთმა, „მარცვლეულის შეთანხმება“ 2023 წლის 17 ივლისს დატოვა.
უახლესი
6 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა