კომპანიების ვალი რუსეთის ბიუჯეტის წინაშე 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 545 მილიარდი რუბლით (27,5%-ით) გაიზარდა და 2,5 ტრილიონ რუბლს (დაახლოებით 27,3 მილიარდი დოლარი) მიაღწია.
„იზვესტიას“თანახმად ინფორმაცია ამ მონაცემებზე დაყრდნობით, (2022 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ) სახელმწიფო სათათბიროს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნაშია მოცემული.
დავალიანების ზრდის ძირითადი მიზეზი ცალკეული კომპანიების მიერ დღგ-ის გადახდის გადავადებას უკავშირდება, იტყობინება ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური.
ბუღალტრული აღრიცხვის პალატაში აცხადებენ, რომ საგადასახადო დავალიანების რისკები ყოველთვის არსებობს, რადგან ძირითად მიზეზებს შორისაა გადახდების დაგვიანება და კონტროლის ღონისძიებების შედეგად დამატებითი გადასახადები.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა