USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთი ნავთობის მოპოვებას 2024 წლის ბოლომდე დღეში 500 ათასი ბარელით შეამცირებს

რუსეთი ნავთობის მოპოვებას 2024 წლის ბოლომდე დღეში 500 ათასი ბარელით შეამცირებს

2023-06-05 09:58:55

რუსეთი ნავთობის მოპოვების ნებაყოფლობით შემცირებას დღეში 500 ათასი ბარელით 2024 წლის დეკემბრის ბოლომდე გაახანგრძლივებს. 

ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა.

„რუსეთი გაახანგრძლივებს ნავთობის მოპოვების ნებაყოფლობით შემცირებას 2024 წლის დეკემბრის ბოლომდე. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რომელიც OPEC+ შეთანხმების მონაწილე ქვეყნებთანაა შეთანხმებული. რომლებმაც  აპრილში ნავთობის ნებაყოფლობითი შემცირების შესახებ გამოაცხადეს”, - თქვა ნოვაკმა. 

მისი თქმით, OPEC +-ის გადაწყვეტილება გაახანგრძლივოს მოქმედი შეთანხმება 2024 წლისთვის და რამდენიმე ქვეყნის მიერ ნავთობის მოპოვების ნებაყოფლობითი შემცირება, ბაზარზე ვითარების პროგნოზირებას კიდევ 1,5 წლით გაადვილებს.

საუდის არაბეთმა და OPEC+-ის სხვა ქვეყნებმა 2 აპრილს განაცხადეს, რომ დღეში დაახლოებით 1.16 მილიონი ბარელით ნავთობის მოპოვების შემცირებას გეგმავდნენ.

G7-ის ქვეყნების მიერ მისთვის ფასის ზღვრის შემოღების საპასუხოდ, რუსეთმა ნავთობის მოპოვების დღეში 500 000 ბარელით შემცირება გამოაცხადა, რასაც ბაზარზე ფასის ზრდა მოჰყვა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები