USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთი ნავთობის ექსპორტის შემცირებას განაგრძობს

რუსეთი ნავთობის ექსპორტის შემცირებას განაგრძობს

2023-11-06 11:00:01

რუსეთი ნავთობის ექსპორტის ნებაყოფლობით შემცირებას 2023 წლის ბოლომდე, ნავთობის ბაზრის დაბალანსების მიზნით განაგრძობს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

გამოცემა წერს, რომ რუსეთის მთავრობა 2023 წლის დეკემბრის ბოლომდე გააგრძელებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეზღუდვის (დღეში 300 ათასი ბარელით.) პოლიტიკას. 

რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკის თქმით, ნებაყოფლობითი შემცირება გააძლიერებს OPEC+-ის ქვეყნების მიერ მიღებულ ზომებს ნავთობის ბაზრებზე სტაბილურობისა და ბალანსის შესანარჩუნებლად.

მისივე თქმით, ნავთობის მიწოდების შემცირება მომავალ თვეში გადაიხედება, როდესაც რუსეთის ფედერაცია შემცირების გაღრმავებისა ან წარმოების გაზრდის საკითხს განიხილავს.

რუსეთში ნავთობის ექსპორტის შეზღუდვა გადაწყდა მას შემდეგ, რაც დასავლეთის სანქციების საპასუხოდ 2024 წლის მარტიდან მოპოვება ნებაყოფლობით შემცირდება 500 ათასი ბარელით დღეში. კერძოდ, G7-ის მიერ დაწესებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასებზე შეზღუდვის საპასუხოდ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები