USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი - საქართველოს სამი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია

რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი - საქართველოს სამი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია

2023-02-20 11:24:56

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 86.2 პროცენტი შეადგინა.

ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (76.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (28.5 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (27.5 მლნ. აშშ დოლარი)

საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 68.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.3 პროცენტს შეადგენს.

მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 50.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 20.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.0 პროცენტი)

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები