რუსეთი მომავალ თვეში ნავთობის ექსპორტის შემცირებას გეგმავს. კერძოდ, დასავლეთის პორტებიდან ივლისთან შედარებით რუსული ნავთობის ექსპორტი დღეში დაახლოებით 100,000-დან 200,000 ბარელამდე შემცირდება, რადგან მოსკოვი OPEC-ის ლიდერთან და საუდის არაბეთთან ერთად დადებულ პირობას ასრულებს.
ამის შესახებ Reuters წერს.
გამოცემა, ამ საკითხზე სამ წყაროზე დაყრდნობით წერს და აღნიშნავს, რომ რუსეთმა ნავთობკომპანიებს დაავალა, რომ მომავალი თვისთვის შეწყვიტონ მიწოდების გეგმები.
სავაჭრო წყაროებისა და Refinitiv Eikon-ის თანახმად, აგვისტოს შემცირება გააღრმავებს ექსპორტის შემცირებას (მაისიდან ივლისამდე), რაც უკვე დღეში 500 000 ბარელს შეადგენს.
OPEC+ ნავთობის ექსპორტიორთა ორგანიზაციის წევრები ნოემბრიდან ამცირებენ მიწოდებას ფასების მხარდასაჭერად. ამ თვეში, რუსეთის ფედერაციამ აგვისტოში ექსპორტის შემცირების შესახებ პირობა 500 000 ბარელზე დადო, ხოლო საუდის არაბეთი წარმოების შემცირებას დღეში 1 მილიონი ბარელით განაგრძობს.
„ივლისში დასავლეთის პორტებიდან, როგორიცაა პრიმორსკი და უსტ-ლუგა ბალტიის ზღვაში და ნოვოროსიისკი შავ ზღვაში, რუსული ნავთობის გადატვირთვა ივლისში 1,9 მილიონ ბარელამდე შემცირდება, ივნისის 2,3 მილიონ ბარელთან შედარებით, ხოლო მაისში გადატვირთვა დღეში 2,4 მილიონი ბარელი იყო“,- ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის წარმომადგენელმა ალექსანდრე ნოვაკმა, რომელიც პასუხისმგებელია მოსკოვის ურთიერთობებზე OPEC +-თან, განაცხადა, რომ რუსული კომპანიები თავად გადაწყვეტენ, შეამცირონ თუ არა ნავთობის მოპოვება აგვისტოში, მაგრამ რუსეთის ამოცანაა შეამციროს მიწოდება მსოფლიო ბაზრებზე. .
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსების ფასი სექტემბრის მიწოდებისთვის ლონდონის ICE ბირჟაზე 2023 წლის 26 აპრილის შემდეგ ბარელზე $81 პირველად გადასცდა. რასაც საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის მონაცემები მოწმობს.
ბირჟის მონაცემებით, Brent-ის ფასი 1,21%-ით გაიზარდა და ბარელზე 81,17 დოლარი შეადგინა.
მანამდე, 7 ივლისს ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი 0,28 დოლარით (0,37%) გაიზარდა და ბარელზე 76,80 დოლარი შეადგინა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთხშაბათს, 12 ივლისს, რუსული „ურალის“ ტიპის ნავთობის ძირითადი ი საექსპორტო ფასმა, G7-ის ქვეყნების მიერ დადგენილ ფასს ბარელზე 60 დოლარს გადააჭარბა.
ნოვოროსიისკის პორტში გადაზიდვით ნედლეულის ღირებულებამ 60,78 დოლარი შეადგინა. ამასთან, ზაფხულის დასაწყისში ურალის ფასი ბარელზე 52 დოლარი იყო.
საკონსულტაციო კომპანია Energy Aspects Ltd-ის გეოპოლიტიკის ხელმძღვანელი რიჩარდ ბრონცი მიიჩნევს, რომ ფასების ზრდაზე გავლენას ახდენს ჩრდილოვანი ტანკერების ფლოტის გაფართოება, დასავლური მზღვეველების ალტერნატივების გაჩენა და გადახდის მეთოდები.
უახლესი
6 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა