USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელია ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი

რომელია ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი

2023-12-07 09:44:49

ანალიტიკური კომპანიამ Counterpoint 10 ყველაზე გაყიდვადი სმარტფონის რეიტინგი შეადგინა, რომელიც 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებს ასახავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჩინური გამოცემა MyDrivers ავრცელებს. 

ამ ჩარტში პირველი ოთხი ადგილი Apple-ის სმარტფონებმა დაიკავა. კერძოდ, iPhone 14 (პირველი ადგილი), iPhone 14 Pro Max (მეორე ადგილი), iPhone 14 Pro (მესამე ადგილი) და iPhone 13 (მეოთხე ადგილი).

დარჩენილი ექვსი ადგილი ექსკლუზიურად Samsung-ის მოწყობილობებმა გაიზიარეს: Galaxy A14, Galaxy A54, Galaxy A14 5G, Galaxy S23 Ultra, Galaxy A04e და Galaxy A34.

Counterpoint-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2023 წლის მესამე კვარტალში Apple-მა Pro მოდელების წყალობით გაზარდა საკუთარი წილი აზიასა და ევროპაში. ხოლო Samsung-ის წარმადობა გაიზარდა აზიასა და ლათინურ ამერიკაში. სამხრეთ კორეული ბრენდი იზრდება Galaxy A სერიის მოწყობილობების წყალობით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები