USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი კომპანიას ჰყავს ინტერნეტის ყველაზე მეტი მომხმარებელი

რომელი კომპანიას ჰყავს ინტერნეტის ყველაზე მეტი მომხმარებელი

2023-05-31 12:00:01

2023 წლის I კვარტალში საქართველოში მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა. როგორც კომუნიკაციების კომისიაში განმარტავენ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 4.1 მილიონი შეადგინა.

აბონენტების გადანაწილება კომპანიების მიხედვით:

  • სილქნეტი - 1.47 მილიონი,
  • მაგთიკომი - 1.43 მილიონი,
  • სელფი - 1.18 მილიონი.
  •  

კომისიაში განმარტავენ, რომ სწრაფი ტემპით იზრდება მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა და ტრაფიკი, რაც განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით. კერძოდ: მოსახლეობის უნარ-ჩვევები თანამედროვე ტექნოლოგიების მოხმარებაში გაუმჯობესებულია და უკვე თითქმის ყველა თაობა აქტიურად იყენებს მობილურ ინტერნეტს; გაზრდილია მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში ინფორმაციის წვდომაზე და ამასთან, სულ უფრო მეტი მომსახურება გადადის ონლაინ/ციფრულ სივრცეში, რაც თავისთავად ხელს უწყობს მოხმარების ზრდას; ტრადიციული ხმოვანი საკომუნიკაციო მომსახურება ჩაანაცვლა სხვადასხვა მობილური აპლიკაციით განხორციელებულმა აუდიოვიდეო ზარებმა.

აღნიშნული პროცესები, 2019 წლიდან კოვიდ პანდემიის გავლენით, კიდევ უფრო დაჩქარდა. მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება.

2018 წლიდან 2022 წლამდე მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის წლიურმა ზრდამ 8,6%18 შეადგინა.

2022 წლის ბოლოსთვის, მობილური ინტერნეტ მომსახურებით 4,1 მლნ აბონენტი სარგებლობდა, რაც აბონენტების მთლიანი რაოდენობის 70%-ს შეადგენდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები