USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი კომპანია ლიდერობს  IPTV-ს ბაზარზე

რომელი კომპანია ლიდერობს  IPTV-ს ბაზარზე

2023-11-18 14:35:13

 IPTV-ის აბონენტების რაოდენობა 6%-იან ზრდას აჩვენებს. comcom-ის ინფორმაციით, სექტემბერში IPTV-ის აბონენტების რაოდენობამ 622 ათასი შეადგინა, მაშინ როდესაც 2022 წლის სექტემბერში მათი რიცხოვნობა 588 ათასს აღწევდა. შესაბამისად სექტემბრიდან სექტემბრამდე პერიოდში PTV-ის აბონენტების რაოდენობა 6%-ითაა გაზრდილი.

5%-იანი ზრდაა IPTV-ის საცალო შემოსავლების მიმართულებით. თუ კი 2023 წლის სექტემბერში IPTV-ის საცალო შემოსავლების რაოდენობა 11 მლნ ლარს აღწევდა, 2022 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 10 მლნ ლარის დონეზე იყო.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი IPTV-ის აბონენტები კომოპანია „მაგთიკომს“ ყავს.

IPTV-ის აბონენტების გადანაწილება, 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, კომპანიების მიხედვით ასეთია:

მაგთიკომი - 54,6%

სილქნეტი - 37,8%

სხვა - 7,5%.

comcom-ის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში 2022 წლის სექტემბერთან შედარებით გაზრდილია მცირე ოპერატორების საბაზრო წილები, ხოლო  მცირედით შემცირებულია "მაგთიკომის" აბონენტების რაოდენობა.

PTV-ის შემოსავლების გადანაწილება კომპანიების მიხედვით:

მაგთიკომი - 53,8%

სილქნეტი - 39,7%

სხვა - 6.5%.

(პროცენტები შესაძლოა 100-მდე არ ჯამდებოდეს მეათედების დამრგვალების გამო).

ეს მაჩვენებლები კი იმას მოწმობს, რომ 2023 წლის სექტემბერში მცირედით გაზრდილია „სილქნეტის“  შემოსავლები, მცირედით შემცირებულია "მაგთიკომის" შემოსავლები და მცირე ოპერატორების შემოსავლები გაზრდილია მნიშვნელოვნად. 

IPTV - მაუწყებლობის ტრანზიტის ერთ-ერთი ტიპი, რომლის დროსაც სამაუწყებლო სიგნალი ქსელებში გადაიცემა ინტერნეტის პროტოკოლის (IP) გამოყენებით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები