USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელ სადებეტო ბარათებს ანიჭებენ საქართველოში უპირატესობას

რომელ სადებეტო ბარათებს ანიჭებენ საქართველოში უპირატესობას

2023-12-26 09:00:00

საქართველოს ბაზარზე სადებეტო ბარათების მხრივ ლიდერი კვლავ Mastercard-ია. როგორც სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2023 წლის ნოემბრის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 4 180 368 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის. მიმდინარე მაჩვენებლები კი ოქტომბრის მაჩვენებლებთან შედარებით 1%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო 2022 წლის ნოემბერთან შედარებით 6%-იან ზრდას.

ნოემბრის მდგომარეობით აქტიური სადებეტო ბარათებიდან 51%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 31%-ს VISA. 

2023 წლის ნოემბრის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 532 865  ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 1%-ია, ხოლო 2022 წლის ნოემბერთან შედარებით 12%-იანი ზრდაა.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 18%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის. მთლიანობაში საუბარია სულ 8 159 643 ერთეულ ბარათზე. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები