USD 2.8089

EUR 2.9145

TRY 0.0778

GBP 3.4954

RUB 0.02988

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელ ახალ პროგრამას სთავაზობს IBSU მსურველებს

რომელ ახალ პროგრამას სთავაზობს IBSU მსურველებს

2023-10-06 10:59:00

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) მსურველებს სრულიად ახალ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს. 

საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ორმაგი დიპლომის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამა - "მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება" (Management with Computer Science) უნივერსიტეტისა და გერმანიის ქალაქ ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან და 4 პარტნიორ უნივერსიტეტთან (აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონი) თანამშრომლობის შედეგია.

რა უპირატესობები გააჩნია აღნიშნულ პროგრამას:

1) პროგრამაზე ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველი სემესტრი სწავლობს ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, ხოლო მეორე და მესამე სემესტრებს თვითონ ირჩევს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ერთ-ერთს აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან; მეოთხე სემესტრი ბრუნდება მშობლიურ უნივერსიტეტში სამაგისტრო ნაშრომის დასაცავად, და აქვე აღსანიშნავია, რომ სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი შესაძლებელია ჰყავდეს ორი, ერთი მშობლიური უნივერსიტეტიდან და ასევე, რომელიმე პარტნიორი უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი;

2) პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი პირველი სემესტრის საფასურისგან სრულიად თავისუფლდება, რადგანაც ამ პერიოდის განმავლობაში ისწავლის ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, სადაც სწავლა უფასოა;

3) პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტს შეუძლია სტიპენდიაც მოიპოვოს გერმანიაში სწავლის პერიოდში საცხოვრებელი და სამოგზაურო ხარჯების დასაფარად, რომელიც სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე გაიცემა;

4) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწავლის წარმატებით დამთავრების შედეგად სტუდენტი მიიღებს IBSU-ს და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ გაცემულ საერთაშორისოდ აღიარებულ ორ დიპლომს შესაბამისი კვალიფიკაციებით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები