USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Rolf Deckenkonstruktionen-ი წარმოებას აფართოებს და დეკორატიული ჭერების წარმოებას იწყებს

Rolf Deckenkonstruktionen-ი წარმოებას აფართოებს და დეკორატიული ჭერების წარმოებას იწყებს

2024-02-05 14:30:00

საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით უჯრედულ ჭერების მწარმოებელი ერთადერთი საწარმო  Rolf Deckenkonstruktionen-ი, დეკორატიული ჭერების წარმოებას იწყებს. 

Business Insider Georgia- თან  საწარმოს მენეჯერი გიორგი ბეკარაშვილი ამბობს, რომ პროექტი ხორციელდება „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის მხარდაჭერით, რომელიც კომპანიას ამ დროისთვის უკვე დაეხმარა ნახევარ მილიონზე მეტი საკრედიტო სახსრების მოძიებაში წარმოების აღსაჭურვად და გასავითარებლად.

Rolf Deckenkonstruktionen-ის საწარმოს მენეჯერის ინფორმაციით, 2023 წელს უჯრედული ჭერების კორპორაციულ შეკვეთებზე მოთხოვნა გაიზარდა და შესაბამისად წარმოებაში ახალი პროდუქტებიც ჩაუშვეს.

„2023 წლის ბოლოს დავიწყეთ ვაფლის ტიპის ჭერების წარმოება, რომელიც დეკორატიულ ჭერებს მიეკუთვნება და სხვადასხვა დიზაინის აწყობა შეიძლება. ახალი დანადგარები დავამატეთ ვაფლის ტიპის ჭერებზე. ამ პროდუქტის უპირატესობაა სხვადასხვა ტიპის ჭერების, ბევრი ფაქტურისა და დიზაინის მიღება.

შეკვეთა გავაკეთეთ პანელური ჭერების დანადგარებზე. ეს არის რეგულარული ტიპის ჭერები, რომელზეც ძირითადი მოთხოვნაა სამედიცინო ობიექტებში, ჰოსპიტლებში და ა.შ. და საოფისე მიმართულებაა ტეგულარული ჭერები, რომელსაც ორ თვეში ჩავუშვებთ წარმოებაში“, - ამბობს საწარმოე მენეჯერი.

2023 წელს კომპანიამ გააფართოვა საწარმოო სივრცე 350 კვ/მ-ით, რის შედეგადაც საწარმოო გაყიდვები თვიდან-თვემდე იზრდება.

Rolf Deckenkonstruktionen-ი წლის ბოლომდე ყველა ტიპის შეკიდულ ჭერს ჩავუშვებს წარმოებაში.

საწარმოს მენეჯერი გიორგი ბეკარაშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე, საქართველოში დეკორატიული ჭერები ფუფუნებად ითვლებოდა და კონკრეტული პროექტებისთვის გეგმარდებოდა.

„შეკვეთა და იმპორტირება დიდ სიზუსტეს მოითხოვდა და თავისთავად დიდი რისკი იყო, რომ რამდენიმე სანტიმეტრიანი ცვლილებაც რომ ყოფილიყო იმპორტირებულის შემთხვევაში გადაკეთება კუსტარულად უწევდათ. ახლა წარმოება ადგილზეა და ეს პრობლემა აღარ წარმოიქმნება“.

რაც შეეხება უჯრედული ჭერის ფასს,1კვ/მ-დან 38 ლარიდან იწყება და 125 ლარამდეა კონსტრუქციისა და შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ხოლო ვაფლის ტიპის ჭერის ფასი დამოკიდებულია დიზაინზე და 70-ლარიდან 1 200 ლარამდე იცვლება.

კომპანიას მცირე შოურუმები აქვს „დომინოს“ ქსელში, სადაც უჯრედული ჭერის ყველა ტიპია წარმოდგენილი.

Rolf Deckenkonstruktionen-ის  შეკვეთების 99% კორპორაციულ მომხმარებელზე მოდის და კომერციულ ობიექტებზე გამოიყენება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები