საახალწლოდ კომპანიები საკუთარ მომხმარებლებს ახალი წლის თემატიკით გაჯერებულ კოლექციებს სთავაზობენ, მათ შორისაა „ზარაფხანაც“.
კომპანიამ საახალწლოდ უკვე შექმნა უნიკალური დიზაინის დრაკონის სუვენირები, რომელიც 2024 წლის სიმბოლოდაა აღიარებული.
კომპანიის ვებგვერდზე საახალწლო ხაზით გაყიდვაშია ნაძვის ხის სათამაშო დრაკონი, ნაძვის ხის სათამაშო ფიროსმანის პერსონაჟები, საახალწლო დრაკონები, ფიროსმანის ნაძვის ხე სათამაშოებით.
ფიროსმანის ნაძვის ხე „ზარაფხანამ“ 2022 წელს ბოლოს შექმნა, ხოლო მიმდინარე პერიოდისთვის კომპანიამ გაყიდვაში ჩაუშვა უნიკალური დიზაინის მქონე საახალწლო დრაკონები, ასევე ფიროსმანის ჩარმები.
საახალწლო ახალი კოლექციიდან ყველაზე ძვირი საახალწლო დრაკონია, რომელიც თითბერისგანაა დამზადებული და მოოქროვილია (24K). საახალწლო სუვენირი მითიური დრაკონის მინიატურაა, ჩინურ კალენდარში ის სიმტკიცის და კეთილდღეობის სიმბოლოა.
აღსანიშნავია, "ზარაფხანას" ყველა ნაკეთობა უნიკალურია.
როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს, 15 დეკემბრიდან საახალწლო შეთავაზებები იწყება და Online შეძენისას მიწოდება საქართველოს მასშტაბით ხდება.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში