USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა

როგორია რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა

2023-06-19 11:20:40

რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში 11.2%-ია, ხოლო იმპორტში 13,3%-ი. საქსტატის ინფორნმაციით, 2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (360.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (336.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (281.3 მლნ. აშშ დოლარი)

2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 194.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 059.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (623.3 მლნ. აშშ დოლარი).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები