ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება 3%-ითაა გაზრდილი. სახელმწიფო ელექტროსისტემის (gse) საიტზე განთავსებული ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ქართლის ქარის ელ.სადგურის გამომუშავებამ 66,34 მლნ კვტ/სთ შეადგინა, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 64,67 მლნ კვტ/სთ.
რაც შეეხება 2022 წლის მაჩვენებლებს, ქართლის ქარის ელექტროსადგურის გენერაციამ 87,49 მლნ კვტ/სთ შეადგინა, 2021 წელს კი 83,4 მლნ კვტ/სთ, ზრდა 5%-ია.
2000 წელს კი ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 90.8 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა, 2019 წელს კი 84.7 მლნ კვტ/სთ. 2028 წლის სტატისტიკით, ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება 84.3 მლნ კვტ/სთ იყო, 2017 წელს კი - მლნ 87.8 მლნ კვტ/სთ.
ქართლის ქარის ელექტროსადგურმა გამომუშავება 2016 წლის ნოემბრიდან დაიწყო და ორ თვეში 9.0 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა.
ქართლის ქარის ელექტროსადგური შიდა ქართლის რეგიონში, გორის/ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი სიმძლავრე 20,7 მგვტ-ია. ქართლის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა 2016 წლის 6 იანვარს გაიცა, ხოლო დასრულდა 2019 წლის 19 სექტემბერს.
ინვესტიციის მოცულობამ 29.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პროექტის განმახორციელებელია კომპანია „ქართლის ქარის ელექტროსადგური“.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში