2023 წელს ავსტრიიდან საქართველოში იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმს მიახლოვდა და 2022 წელთან შედარებით 54%-იანი ზრდა აჩვენა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს ავსტრიიდან საქართველოში 114,356.07 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2022 წელს კი 75,502.51 ათასი დოლარი. ბოლო წლების სტატისტიკით, ავსტრიიდან იმპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს 2018 წელს მიაღწია, როდესაც საქართველომ ავსტრიიდან 115,814.17 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წელს ავსტრიიდან იმპორტში, ღირებულებით ნაწილში, პირველ ადგილზე აწევის, ჩატვირთვის ან გადმოტვირთვისათვის განკუთვნილი მანქანა-მოწყობილობები იყო, რომელზედაც მთლიანი იმპორტის 17%-ი მოდიოდა.
TOP-5 პროდუქტი, რაც საქართველომ ავსტრიიდან იყიდა - 2023 წლის სტატისტიკა
რაც შეეხება ავსტრიაში ექსპორტს, ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ის მზარდია. საქსტატის მაჩვენებლებით, 2023 წელს საქართველომ ავსტრიაში 2,773.91 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, მაშინ როდესაც 2022 წელს საქართველოდან ავსტრიაში 2,601.77 ათასი დოლარის ექსპორტი განახორციელა. შესაბამისად ერთი წლის განმავლობაში ავსტრიაში ექსპორტი 7%-ით გაიზარდა.
2023 წელს ავსტრიაში ნომერ პირველი სასაქონლო პროდუქტი დაკონსერვებული პროდუქტები იყო, რომელზეც ავსტრიაში მთლიანი ექსპორტის 19%-ი მოდის.
TOP-5 პროდუქტი, რაც საქართველო ავსტრიაში ყიდის - 2023 წლის სტატისტიკა
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში