USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ შეიცვალა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი - Galt & Taggart

როგორ შეიცვალა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი - Galt & Taggart

2023-10-02 11:13:45

Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, 25-30 სექტემბერს ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. 

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 36.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.82% წინა კვირასთან შედარებით და +4.09% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 200 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 35.55 - 37.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 29.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.88% წინა კვირასთან შედარებით და +6.04% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 168 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.15 - 30.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 41 ათასი აქცია შეადგინა. 

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.84 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.53% წინა კვირასთან შედარებით და +3.25% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 109 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.81 - 10.52 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 77 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები