USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ შეიცვალა ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპენიების აქციების ფასი - გალტ & თაგარტი

როგორ შეიცვალა ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპენიების აქციების ფასი - გალტ & თაგარტი

2023-06-12 11:06:29

გალტ & თაგარტის 5-9 ივნისის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპენიების აქციების ფასი სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. 

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 30.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.82% წინა კვირასთან შედარებით და - 2.27% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 338 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.75 - 31.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 116 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 24.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.24% წინა კვირასთან შედარებით და +1.03% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 341 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.35 - 25.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 69 ათასი აქცია შეადგინა. 

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.34 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.33% წინა კვირასთან შედარებით და +4.25% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 73 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.99 - 8.44 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები