USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ განვითარდება ელექტრომობილების ბაზარი: პროგნოზი

როგორ განვითარდება ელექტრომობილების ბაზარი: პროგნოზი

2023-09-18 19:00:06

ელექტრომობილების ბაზრის ახალი პროგნოზი ელექტრომატარებლების ღირებულების მნიშვნელოვან შემცირებაზე მიუთითებს.

Rocky Mountain Institute-ის (RMI) ახალი კვლევის თანახმად, ელემენტებზე ფასების დაცემის გამო, ელექტრომობილების ღირებულება შესაძლოა საწვავზე მომუშავე ავტომობილების ფასს ევროპაში 2024 წელს გაუტოლდნეს, აშშ-ში 2026 წელს, ხოლო 2030 წლისთვის მათი წილი გაყიდვებში 2/3-ს მიაღწევს, წერს Reuters.

RMI-ის ანგარიში გამოთქმულია პროგნოზები, რომ ამ ათწლეულის განმავლობაში ბატარეის ღირებულება განახევრდება კვტ/სთ-ზე 151 დოლარიდან 60-90 დოლარამდე, რაც 2030 წლისთვის ელექტრო და შიდა წვის მანქანების ფასს ყველა ბაზარზე გაათანაბრებს. 

RMI ანალიზის თანახმად, ელექტრომობილების მოდელების სწრაფი ზრდა ევროპასა და ჩინეთში „ნიშნავს იმას, რომ 2030 წლისთვის ელექტრომობილების გაყიდვები გაიზრდება მინიმუმ 6-ჯერ და დაფარავს ბაზრის 62%-დან 86%-მდე.

იმავდროულად, ნავთობზე ავტომობილებისთვის მოთხოვნამ პიკმა 2019 წელს მიაღწია და ექსპერტების პროგნოზით მოთხოვნა 2030 წლის შემდეგ ყოველწლიურად მინიმუმ 1 მილიონი ბარელით შემცირდება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები