2023 წლის ტურისტულ სეზონს Ambassadori Group-ში დადებითად აფასებენ და 2024 წელზე უფრო მეტ გათვლებს აკეთებენ.
„2023 წელი კი იყო პანდემიისგან თავისუფალი, მაგრამ მაინც გარდამავალი პერიოდი იყო. არ იყო ცუდი წელი, იყო საკმაოდ აქტიური და დატვირთული ზაფხული“, - განაცხადა Business Insider Georgia-სთან Ambassadori Group-ის მარკეტინგის მენეჯერმა ნინო ნადიბაიძემ.
Ambassadori Group-ი, რომელიც დღეს 3 სასტუმროს: Ambassadori Tbilisi Hotel-ს, Ambassadori Kachreti Golf Resort-ს და Ambassadori Goderdzi Hotel-ს აერთიანებს 2024 წლის შესახვედრად აქტიურად ემზადებიან.
„ჩვენი ქსელის სასტუმროებში, ტრადიციულად, დიდი საახალწლო ღონისძიებები იგეგმება. ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას მაინც Ambassadori Kachreti უმასპინძლებს, სადაც საკმაოდ მსუყე ორ დღიანი პროგრამა გვექნება. 31 დეკემბრის ღამეს სტუმრებისთვის იმღერებენ გიორგი ცხადაძე, თაკო კაკალაშვილი და ბენდი “4+2” და ასევე ნუცა თოფურია. გვეყოლება ასევე სპეციალური სტუმარი თბილისის ბავშვთა კაპელა. საკმაოდ მრავალფეროვანი გათამაშებები და პრიზები იქნება. გვექნება ძალიან ლამაზად მორთული საკონცერტო სივრცე და გალა ვახშამი.
ახალი წლის შესახვედრად შემუშავებულ სპეციალურ პაკეტებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და სწრაფი ტემპით იყიდება. გეტყვით, რომ შარშანდელთან შედარებით მოთხოვნა გაზრდილია და ძალიან მალე ნომრების სრულ ამოყიდვას ველოდებით“, - აღნიშნა Ambassadori Group-ის მარკეტინგის მენეჯერმა.
ნინო ნადიბაიძის თქმით, ამ ეტაპზე Ambassadori Kachreti აერთიანებს 150-მდე სასტუმრო ნომერს და პლუს ქირავდება სასტუმროს და ასევე კერძო მფლობელობაში არსებული ვილები.
ირკვევა, რომ დეკემბერში, იანვარში Ambassadori Kachreti-ს ჯავშნები თითქმის ადგილობრივია, რადგანაც Ambassadori Kachreti წლის ნებისმიერ სეზონზე ქართველებისთვის საყვარელ ტურისტულ მიმართულებაა.
„აქტიურია ასევე საკონფერენციო მიმართულება, საქმიანი ტურიზმი, სხვადასხვა ტიპის კონფერენციები და სემინარები ტარდება ჩვენთან. ამ მიმართულებით ზამთრის სეზონი განსაკუთრებით აქტიურია და შესაბამისად დეკემბრის ჯავშნები საკმაოდ მაღალია“, - აცხადებს Ambassadori Group-ის მარკეტინგის მენეჯერი.
რაც შეეხება Ambassadori Tbilisi-ს 2024 წლის შესახვედრად აქაც აქტიურად ემზადებიან.
„აქაც აქტიურად ვემზადებით ახალი წლისთვის გვექნება ჩვენი ტრადიციული საახალწლო ღონისძიებები, თავისი მუსიკალური ნაწილით და სხვადასხვა გათამაშებებითა და პრიზებით. გაყიდვები აქტიურად მიმდინარეობს და აქაც მალე ველოდებით სასტუმრო ნომრების ამოყიდვას. რაც შეეხება სტუმრებს ამ პერიოდისთვის საკმაოდაა გააქტიურებული ჯავშნები ევროპიდან, მათ შორის გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან“, - ამბობს Ambassadori Group-ის მარკეტინგის მენეჯერი ნინო ნადიბაიძე.
რაც შეეხება Ambassadori Group-ში შემავალ Ambassadori Goderdzi Hotel-ს მენეჯმენტს საკმაოდ კარგი გათვლები აქვს, რადგანაც გოდერძიზე უკვე თოვლი მოვიდა.
„წელს Ambassadori Goderdzi Hotel-საც იმედის თვალით ვუყურებთ, რადგანაც უკვე საკმაოდ დიდი თოვლი მოვიდა უკვე გოდერძიზე და იმედი გაქვს, რომ უხვთოვლიანი წელი გვექნება და ეს უკვე მომდევნო წელზეც გადადის“, - ამბობს ნინო ნადიბაიძე.
საახალწლო ღონისძიების პროგრამა, რომელსაც Ambassadori Kachreti Golf Resort-ი აორგანიზებს ასეთია:
⠀
გთავაზობთ საახალწლო 3-დღიან პაკეტს (2 ღამე):
⠀
31 დეკემბერი:
⠀
1 იანვარი
⠀
2 იანვარი
საუზმე
⠀
ღირებულებაში ასევე შედის: დღგ, დახურული აუზი, საუნა, სატრენაჟორო სივრცე, ფრენბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, ჩოგბურთის კორტები, ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი, მინი-გოლფი, მაგიდის ფეხბურთი.
⠀
დეტალური საახალწლო ფასები ნომრების კატეგორიების მიხედვით იხილეთ ბმულზე - https://bit.ly/3sszfvi
უახლესი
9 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება9 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში