უკრაინასა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა, რომელიც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო შეწყდა, მალე აღდგება.
ირკვევა, რომ კომპანია Ukrferry-ი პირველ რეისს ჩერნომორსკის პორტიდან (ოდესის ოლქი) 9 ივლისს შეასრულებს.
გემის გამოსვლა უკრაინული პორტიდან ასევე დაგეგმილია 16, 23 და 30 ივლისს. ხოლო ბათუმიდან - 13, 20 და 27 ივლისს. მგზავრობის დრო, შესაბამისად, 60 და 69 საათი იქნება
უკრაინასა და საქართველოს შორის საბორნე მარშრუტზე რეისებს 1987 წელს გერმანიაში აგებული საავტომობილო/ სარკინიგზო/ სამგზავრო ბორანი Kaunas-ი შეასრულებს, რომელიც Lloyd-ის საკლასიფიკაციო ზედამხედველობის ქვეშაა.
ბორნის სიგრძე 190 მეტრი, ხოლო სიგანე 28 მეტრია. მის ორ სატვირთო გემბანზე ერთდროულად შესაძლებელია 49 უნივერსალური სარკინიგზო ვაგონისა და 50 სატვირთო ავტომობილის განთავსება. ბორანი ასევე 250 მგზავრის გადაყვანასაც შეძლებს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება