USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რის ხარჯზე შემცირდა მშენებლობის ღირებულების ინდექსი ივნისში

რის ხარჯზე შემცირდა მშენებლობის ღირებულების ინდექსი ივნისში

2023-08-07 11:01:11

2023 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის კატეგორიაზე ფასების 1.2 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა, რამაც -0.11 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, სამშენებლო მასალების ფასები 0.5 პროცენტით გაიზარდა, რამაც 0.34 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა თვის ინდექსზე.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 8.0 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 18.6 პროცენტიანი ზრდით, რამაც 4.41 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები