USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რიკოთზე, ცალკეულ ადგილებში შესაძლოა, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხდეს

რიკოთზე, ცალკეულ ადგილებში შესაძლოა, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხდეს

2023-02-27 18:11:55

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზამთრის პერიოდში, რთულმა კლიმატურმა პირობებმა და ინტენსიურმა გაწმენდითმა სამუშაოებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე  გზის საფარი დააზიანა.

„ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები დღეიდან უკვე დაიწყო. 

მომდევნო დღეების განმავლობაში, პირველ ეტაპზე,  გზის დაზიანებული ადგილების დროებითი შეკეთების სამუშაოები დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე ჩატარდება.

შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე კი, დაიგეგმება გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.  სამუშაოების წარმოების პერიოდში ცალკეულ ადგილებში შესაძლოა დროებით შეფერხდეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით“, - ნათქვამია საავტოობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები