USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რიკოთზე საავტომობილო მიმოსვლის აღდგენის დრო ჯერჯერობით უცნობია

რიკოთზე საავტომობილო მიმოსვლის აღდგენის დრო ჯერჯერობით უცნობია

2023-06-22 10:33:15

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამ დრომდე ვერ აკონკრეტებენ თუ როდის აღდგება რიკოთის მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა. 

„აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და როგორც კი იქნება ამ ინფორმაციის გავრცელების საშუალება, ყველა მედიასაშუალებას მივაწოდებთ, რომ აღდგა საავტომობილო მიმოსვლა“, - განუცხადეს „ბიზნეს ინსაიდერს“ დეპარტამენტში.

როგორც ცნობილია, ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის
საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე (რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე
ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა. ამ დროისათვის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები