რიკოთის მშენებლობას საქართველოში, საგზაო სფეროში, ანალოგი არ აქვს, რაც იყო გამოწვევა, მაგრამ ჩვენ ამ გამოწვევის წარმატებულად დაძლევის მაგალითი ვიხილეთ. ეს არის გზის 27 კილომეტრიანი დასრულებული ნაწილი და მთლიანობაში სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ მონაკვეთზე, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დღეს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
რაც შეეხება არსებულ ვითარებას, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, 51 გვირაბიდან 48 არის უკვე გაჭრილი და 83 ხიდი არის აშენებული 97-დან.
„ბუნებრივია დანარჩენი ხიდებსა და გვირაბებზე სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დამუშავებაში მსოფლიოში ცნობილმა კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა. რომელთა გეოგრაფია საკმაოდ ვრცელი არის. ეს არის აშშ-ის თურქული, იტალიური კომპანიები. ქართული კომპანიები, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ და ამ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, 140 სპეციალისტი იყო ჩართული ამ პროექტის დამუშავებაში“, - აღნიშნა ქარსელაძემ.
მინისტრის განცხადებით, რიკოთი გეგმის შესაბამისად 2024 წელს გაიხსნება.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში