USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რესტორნებში “ფილინი“, “უმამი“ და “რესპუბლიკა” სპეციალური მენიუები შეიქმნა, რომელიც გაუყინავი პრემიუმ ხარისხის ინგრედიენტებით მზადდება

რესტორნებში “ფილინი“, “უმამი“ და “რესპუბლიკა” სპეციალური მენიუები შეიქმნა, რომელიც გაუყინავი პრემიუმ ხარისხის ინგრედიენტებით მზადდება

2023-07-03 11:29:35

რესტორნებში “ფილინი“, “უმამი“ და “რესპუბლიკა” სპეციალური მენიუები შეიქმნა, რომელთა კერძებიც პარიზის ცნობილი Rungis Market-დან ჩამოტანილი უახლესი, გაუყინავი პრემიუმ ხარისხის ინგრედიენტებით მზადდება.

„სილქ ჰოსფითალითის რესტორნებში, “ფილინი“, “უმამი“ და “რესპუბლიკა” განსაკუთრებული სიახლე გვაქვს. შეიქმნა სპეციალური მენიუები, რომელთა კერძებიც საფრანგეთიდან, პარიზის ცნობილი Rungis Market-დან ჩამოტანილი უახლესი, გაუყინავი პრემიუმ ხარისხის ინგრედიენტებით მზადდება.

Rungis Market უდიდესი ბაზარია ევროპაში, საიდანაც უმაღლესი ხარისხის საკვები პროდუქტებით მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნები მარაგდებიან.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ობიექტების სტუმრებს მუდმივად ვთავაზობთ განსაკუთრებულ გასტრონომიულ გამოცდილებას“, - აღნიშნულია სილქ ჰოსფითალითის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები