“სილქ ჰოსფითალითის“ ჯგუფში შემავალი აზიური რესტორანი "უმამი" "გოემიოს" გალა ვახშამზე წლის საუკეთესო სასტუმროს რესტორნად დასახელდა.
გოემიო 1965 წელს საფრანგეთში დაარსდა. კატალოგი ყოველწლიურად 20-ზე მეტ ქვეყანაში გამოიცემა და საუკეთესო რესტორნების, შეფ-მზარეულების, ახალგაზრდა ტალანტებისა და ქვეყნის კულინარიული ისტორიის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. საქართველოში გოემიო 2017 წლიდან არსებობს და უკვე არაერთი რესტორანი აქვს შეფასებული.
„რადისონ ბლუ ივერია თბილისის“ გარდა „უმამის“ აზიური კერძებისა და საავტორო კოქტეილების დაგემოვნება ასევე შეგიძლიათ ბათუმში (Umami at Clouds, რადისონ ბლუ ბათუმი) და წინანდალში (Umami at Library Bar, წინანდლის მამულის სასტუმრო რადისონ ქოლექშენი).
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში