USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეფორმების პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საქართველო არ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი - ილია დარჩიაშვილი

რეფორმების პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საქართველო არ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი - ილია დარჩიაშვილი

2023-09-08 11:03:40

ჟოზეფ ბორელთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს გვაქვს ორმხრივი ფორმატის ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს დაიწყო ჟოზეფ ბორელის ოფიციალური სამუშაო ვიზიტი. 

„პირველი შეხვედრა გავმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენ, საქართველოსა და ევროკავშირს გვაქვს ორმხრივი ფორმატის ფარგლებში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი როგორც პრაქტიკული, ისე დროის თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, მას ექნება შესაბამისი გავლენა პროცესებზე, რადგან ჩვენ ძალიან დეტალურად ვესაუბრებით ბატონ ბორელს იმ გაწეული საქმიანობისთვის, რომელიც ხელისუფლებამ გასწია, რათა შესრულდეს 12 რეკომენდაცია და იმისთვის, რომ მთავარი მიზანი ასრულდეს და საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ვფიქრობ, მისთვის ძალიან დატვირთული დღე იქნება, მაგრამ ეს არის აუცილებელი, რომ ხელისუფლების ყველა შტოდან მოისმინოს ის ძირითადი გზავნილები, რომელიც ემსახურება ქვეყნის ევროპულ მომავალს“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, 12 რეკომენდაცია არის ქვეყნის რეფორმების ნაწილი.

„ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში არ ვამთავრებთ რეფორმების პროცესს. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საქართველო არ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. შესაბამისად, ეს არის პროცესი, რომელშიც მთლიანად იმყოფება ხელისუფლება, მმართველი გუნდი და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის რეფორმირებას. ეს პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები