USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რძის პროდუქტების ფასი დეფიციტურ პერიოდშიც შენარჩუნდება - ,,საქრძე"

რძის პროდუქტების ფასი დეფიციტურ პერიოდშიც შენარჩუნდება - ,,საქრძე"

2023-10-25 12:30:37

წელს რძისა და რძის პროდუქტების ფასი სავარაუდოდ შენარჩუნდება. ასოციაცია „საქრძის“ აღმასრულებელი დირექტორის კახა კონიაშვილის თქმით, ფასმა 2022-2023 წლებში პიკს მიაღწია და ამის შემდეგ მკვეთრი ცვლილება აღარ უნდა იყოს.

კონიაშვილის თქმით, ბაზარზე ხარისხის პრობლემა კვლავ რჩება, რადგან არალეგალურ წარმოებას დიდი წილი უჭირავს და კონტროლი გასაძლიერებელია.

„სიტუაცია ჯერჯერობით უკეთესობისკენ არ იცვლება, სეზონურობიდან გამომდინარე, შემოდგომა-ზამთარში ნედლეულის ნაკლებობაა. ამ დროს მოთხოვნა დიდია, მაგრამ ნედლეული არასაკმარისია, რაც ფასებზე აისახება. შესაბამისად, არალეგალური წარმოების პრობლემაა, რძის პროდუქტების დამზადება ხდება ჰიგიენურ-სანიტარული წესების დარღვევით, აქ უკვე ხარისხსა და სურსათის უვნებლობაზე საუბარი გადაჭარბებულია. 
რაც შეეხება ფასს, შარშან და შარშანწინ ნედლეულზე პიკური ფასები იყო და არ მგონია, კიდევ გაძვირდეს. შეიძლება მცირე სხვაობა იყოს, მაგრამ მკვეთრი ცვლილება არ უნდა დაფიქსირდეს. ბალანსი ამ თვალსაზრისით უკვე დაჭერილია და ამაზე მეტად არ უნდა შეიცვალოს", - აცხადებს კონიაშვილი Business Insider Georgia- თან.
„საქრძის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ფალსიფიკაციის შემთხვევები გახშირებული, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს კონტროლის მექანიზმი.

„ხარისხის პრობლემა სულ იქნება, სანამ მთელი რიგი საკითხები არ მოწესრიგდება, მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს კონტროლი. ეს საკითხი მხოლოდ ჩვენ არ გვაწუხებს, განვითარებული ქვეყნების ბაზრებზეც არის ფალსიფიკაციის შემთხვევები, მაგრამ ძალიან მცირე დოზით. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თუნდაც ყოველდღიურად ჩატარდეს გამოკვლევა, შედეგი ნამდვილად საგანგაშო იქნება, იმდენად მასიურია პრობლემა", - დასძენს კახა კონიაშვილი.

ცნობისთვის, ,,საქსტატის" ბოლო მონაცემით, რომელიც 2023 წლის II კვარტალში რძის წარმოებას მოიცავს,  206.0 მილიონი ლიტრი პროდუქტია წარმოებული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.6 პროცენტით მეტია.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები