15 აგვისტოს სს „პეისერა ბანკი საქართველოს“ აქციონერთა საერთო კრება გაიმართება. აღნიშნულ აქციონერთა მორიგ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ აქციონერებს, რომლებიც სააღრიცხვო დღეს ანუ 14 ივლისის მდგომარეობით ირიცხებოდნენ აქციონერებად.
აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგია:
1.აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე კენჭისყრის ფორმის განსაზღვრა
სს „პეისერა ბანკი საქართველოს“ აქციონერთა რაოდენობიდან გამომდინარე, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი რეკომენდაციას აძლევენ აქციონერთა კრებას, აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე კენჭისყრა განხორციელდეს ღია კენჭისყრის ფორმით.
2. აქციონერთა მორიგი საერთო კრების მდივნის არჩევა
სს „პეისერა ბანკი საქართველოს“ წესდების 7.1.7 ქვეპუნქტის თანახმად, აქციონერთა კრების მიერ არჩეულ უნდა იქნეს კრების მდივანი. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი რეკომენდაციას აძლევენ აქციონერთა კრებას, აქციონერთა მორიგი საერთო კრების მდივნად არჩეულ იქნეს ირაკლი ვეკუა.
3. სს „პეისერა ბანკი საქართველოს“ დირექტორატის მიერ 2022 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოწონება
სს „პეისერა ბანკი საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევენ აქციონერთა კრებას მოიწონოს სს „პეისერა ბანკი საქართველოს“ დირექტორატის მიერ 2022 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში.
4. სს „პეისერა ბანკი საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 2022 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოწონება
სს „პეისერა ბანკი საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ აქციონერებისათვის განსახილველად წარდგენილია სს „პეისერა ბანკი საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 2022 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში.
5. სს „პეისერა ბანკი საქართველოს“ 2022 წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებისა და შპს „ბიდიო აუდიტის“ დასკვნის დამტკიცება
სს „პეისერა ბანკი საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი რეკომენდაციას აძლევენ აქციონერთა კრებას დაამტკიცოს სს „პეისერა ბანკი საქართველოს“ 2022 წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება და შპს „ბიდიო აუდიტის“ დასკვნა.
5. სს „პეისერა ბანკი საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ანაზღაურების საკითხის განხილვა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №215/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის“ მე-19 მუხლის მე-11 ნაწილით დადგენილი სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურებებს შორის სხვაობის ოდენობის დაცვის მიზნით, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი რეკომენდაციას აძლევენ აქციონერთა კრებას სს „პეისერა ბანკის საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ანაზღაურების ოდენობა განსაზღვროს აღნიშნული მოთხოვნის დაცვით.
პეისერა ბანკი საქართველო არის საქართველოში პირველი ციფრული ბანკის ლიცენზიის მქონე, რომელიც ევროპულ ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს, როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირებს. იგი არის საერთაშორისო FinTech კომპანია, Paysera-ს წევრი, რომელიც 2004 წელს ვილნიუსში, დაარსდა და გახდა პირველი ლიცენზირებული ელექტრონული ფულის ინსტიტუტი (EMI), ლიეტუვაში. ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ სწრაფ, მარტივ, კომფორტულ და ხელმისაწვდომ მომსახურებას მათზე მორგებული ელექტრონული ბანკისა და მობილური აპლიკაციის გამოყენებით.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება