USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რაც უფრო მეტი კომპანია დაუახლოებს ბიზნესსაქმიანობას ევროკავშირის სტანდარტებს, მეტად გაიზრდება ეკონომიკისა და კომერციის მასშტაბები - სილქნეტი

რაც უფრო მეტი კომპანია დაუახლოებს ბიზნესსაქმიანობას ევროკავშირის სტანდარტებს, მეტად გაიზრდება ეკონომიკისა და კომერციის მასშტაბები - სილქნეტი

2023-12-26 01:50:00

კანდიდატობის სტატუსის პარალელურად რეფორმებში თანმიმდევრულობის აუცილებლობაზე საუბრობს კომპანია „სილქნეტის“ სტრატეგიული განვითარებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცერი, ილია ენუქაშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ასეთი მიდგომის შემთხვევაში საქართველოს ბიზნესგარემოსა და ქართული კომპანიების სანდოობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„რაც უფრო მეტი კომპანია დაუახლოვებს ბიზნესსაქმიანობას ევროკავშირის სტანდარტებს, მით მეტად გაიზრდება ეკონომიკის და კომერციის მასშტაბები.  ევროკავშირთან ინტეგრაციის და ჰარმონიზაციის პროცესი სტატუსის მიღებამდე ბევრად ადრე დაიწყეს ცალკეულმა კომპანიებმა. მათ შორისაა „სილქნეტი“. კომპანიის მიერ გადადგმულმა თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა, საერთაშორისო ინსტიტუციების აღიარება მოუტანა „სილქნეტ“ს, როგორც ტექნოლოგიური განვითარების, ისე ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით“, - ამბობს Business Insider Georgia-სთან „სილქნეტის“ სტრატეგიული განვითარებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცერი.

ილია ენუქაშვილი ამბობს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას „სილქნეტმა“ თბილისის ცენტრალურ უბნებში 5G ტექნოლოგიის გაშვება დაუკავშირა. 

სილქნეტი ყოველთვის იყო ნოვატორი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე  და ახლაც პირველია, ვინც მომავლის ტექნოლოგიებს ნერგავს მომხმარებლისთვის, ის რაც ბევრ ევროპულ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. ორი დღის წინ კი,  მსოფლიო ბანკისა და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის (RSF)  მიერ დაწესებული ჯილდო BARTA 2023 მიენიჭა სილქნეტს - საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობისთვის. ასეთი აღიარება   ზრდის კომპანიის მდგრადობ“, - აცხადებს ილია ენუქაშვილი.

„სილქნეტის“ სტრატეგიული განვითარებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცერი ჩვენთან ინტერვიუში არ მალავს, რომ სატელეკომუნიკაციო სფეროში ევროკავშირთან რეგულაციების ჰარმონიზაციის პროცესი ხარვეზების გარეშე არ მიმდინარეობს.  თუმცა ენუქაშვილი დარწმუნებულია, რომ სექტორი და ზოგადად ქართული ეკონომიკა გაცილებით მეტად მიმზიდველი იქნება ინვესტიციებისთვის, თუ ქვეყანას ჭეშმარიტად ევროპულის მსგავსი საკანონმდებლო ბაზა და რეგულაციები ექნება.

ევროპული მომავლის გზაზე წინ მოლაპარაკებების გახსნის ეტაპია, ეს კი საქართველოსგან დამატებით ნაბიჯებს ითხოვს, ნაბიჯებს რომელიც ქვეყანას ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობამდე მიიყვანს! ამისთვის კი საქართველოს წინ სრული ერთი წელი აქვს.

ავტორი:

სოფო ბერიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები