USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ შემცირდა საქართველოდან ცხვრის ექსპორტი

რატომ შემცირდა საქართველოდან ცხვრის ექსპორტი

2023-02-21 15:10:46

დარგის სპეციალისტების ინფორმაციით, არაბულ ქვეყნებში ქართული ცხვრის ექსპორტი ფერმერებს ჯერჯერობით ნაკლებად უღირთ. ამის მიზეზი ფასის მკვეთრი შემცირებაა რაც დოლარის შესუსტებას უკავშირდება. შესაბამისად, მოთხოვნამაც იკლო.

დარგის სპეციალისტების თქმით, გარდა ვალუტის კურსისა, მეცხვარეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს დაავადებების გავრცელება, რამაც ცხვრის შესყიდვის ინტერესი შეამცირა.

სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ასოციაციის დირექტორის მოადგილის, ვეტერინარ ამირან კოჩალიძის თქმით, პრობლემა ფასთან ერთად, ეპიდემიურ ვითარებას, კერძოდ, დაავადება „თურქულის“ გავრცელებას უკავშირდება.

,,საქონლის ხორცის ექსპორტთან დაკავშირებით ჯერჯერობით სიტუაცია სახარბიელო არ არის. აშშ დოლარის კურსიდან გამომდინარე, ცხვრის ხორცის ფასი მცირედით შემცირდა, რამაც რეგიონებში მღელვარება გამოიწვია. შესაბამისად, ექსპორტზე გარკვეული პრობლემა გაჩნდა რეალიზაციასთან დაკავშირებით.

ახლა ძირითადი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანია, საიდანაც მერე ქართული ხორცი ერაყში გადის. გარდა ფასებისა, ეპიდემიური კუთხითაც არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა.

2022 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ,,თურქულის" გავრცელების გამო ვითარება მძიმე იყო. წელს მდგომარეობის გამოსწორებას ველოდებით, შესაბამისი სტრუქტურებიც ჩართული არიან და ყველაფერი კეთდება, რომ დარგმა პოზიციები გაიუმჯობესოს, ნეგატიური ტენდენცია დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს“, - ამბობს ამირან კოჩალიძე Buseness Insider Georgia -სთან.

ამ დროისთვის 1 კგ. ცოცხალი ცხვრის ხორცის ფასი 8-8,50 ლარის ფარგლებშია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რომელიც ცოცხალი ცხვრის ექსპორტი 2022 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემს ასახავს, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით ცხვრის ექსპორტი 18.1%-ით შემცირდა.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველომ ცხვრის ექსპორტის თითქმის ნახევარი აზერბაიჯანში განახორციელა, სადაც 2022 წლის 10 თვის მდგომარეობით, ექსპორტმა $12.4 მილიონი შეადგინა. 

აღსანიშნავია, რომ ქართული ცხვრის ექსპორტის ძირითადი საექსპორტო ბაზარი საუდის არაბეთი იყო. სწორედ აქ იყიდებოდა ქართული საექსპორტო ცხვრის 40%. საექსპორტო ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე აზერბაიჯანი იყო, ხოლო მესამე პოზიციაზე იორდანია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები