USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ვყიდით და რას ვყიდულობთ ინდოეთში

რას ვყიდით და რას ვყიდულობთ ინდოეთში

2023-06-08 17:00:02

ინდოეთიდან საქართველოში იმპორტი 47%-იან ზრდას, ხოლო ექსპორტი 39%-იან კლებას აფიქსირებს.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აპრილში ინდოეთიდან საქართველოში 37,002.26 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 25,213.97 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 46.8%-ია. 

ბოლო წლების სტატისტიკით ინდოეთიდან იმპორტი ზრდის ტრენდზეა, თუმცა რეკორდული ამ მხრივ 2022 წელი იყო, როდესაც ამ ქვეყნიდან საქართველოში 94,149.01 ათასი დოლარის პროდუქცია გადმოიზიდა.

2023 წლის 4 თვის სტატისტიკით, ინდოეთიდან იმპორტის 20%-ი სამკურნალო საშუალებებზე მოდის.

რა შემოაქვს საქართველოს ინდოეთიდან, TOP-5 პროდუქტი:

  •  სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 7,562.04 ათასი დოლარი;
  • მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 5,579.32 ათასი დოლარი;
  • დაგრეხილი მავთული, გვარლები, ზონრები და ანალოგიური ნაწარმი ალუმინისაგან - 2,811.77 ათასი დოლარი;
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 2,397.09 ათასი დოლარი;
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 1,954.58 ათასი დოლარი;

რაც შეეხება საქართველოდან ინდოეთში ექსპორტს, მიმდინარე წლის მაჩვენებლები კლებას აფიქსირებს.

2023 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით,  საქართველოდან ინდოეთში 9,189.82 ათასი დოლარი პროდუქცია გავიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12,788.2 ათასი დოლარი. არსებული მიმდინარე მაჩვენებლებით, ექსპორტის 75%-ი სასუქებზე მოდის. 

რა გააქვს საქართველოს ინდოეთიდან, TOP-5 პროდუქტი:

  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 6,900.22 ათასი დოლარი;
  • ნაერთები ჰეტეროციკლური, მხოლოდ აზოტის ჰეტეროატომის(ების) შემცველობით - 1,284.40 ათასი დოლარი;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 449.59 ათასი დოლარი;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 158.16 ათასი დოლარი;
  • ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 116.20 ათასი დოლარი;

ბოლო 14 წლის სტატისტიკით, ექსპორტის კუთხითაც რეკორდული რეკორდული 2022 წელი იყო.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ინდოეთში 34,141.62 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიტანა.

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის შესახებ წინასწარი კვლევა 2017 წელს დაიწყო და 2019 წელს დასრულდა. 

შესაბამის დოკუმენტს ნიუ-დელიში 2017 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ და ინდოეთის კომერციისა და მრეწველობის სახელმწიფო მინისტრმა ნირმალა სითარამანმა მოაწერეს ხელი. 

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში ქართულ პროდუქციას დამატებით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი, 1.3 მილიარდიანი ბაზარი გაეხსნება. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები