USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას სთავააზობს Fireflies -ი თელავში ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს

რას სთავააზობს Fireflies -ი თელავში ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს

2023-09-07 16:42:05

ანი მიხანაშვილმა კომპანია Fireflies შექმნა, რომელიც ბიზნესს სტრატეგიულ დაგეგმარებაში, ორგანიზაციულ განვითარებაში, ბრენდინგსა და მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბებაში ეხმარება. როგორ ოპერირებს კომპანია ბაზარზე და რამდენად მოთხოვნადია ეს სერვისი, ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia ანი მიხანაშვილს ესაუბრა: 

მოკლედ,  Fireflies-ის  შესახებ -  რამდენი წელია რაც ქართულ ბაზარზეა და რას გულისხმობს მისი საქმიანობა?

Fireflies ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა. ქართულ ბაზარზე მუშაობა 2021 წელს დავიწყეთ და შევქმენით ქართულ კომპანიებზე მორგებული ბიზნესის მხარდამჭერი სერვისები, რომელიც სტრატეგიულ როლს არსულებს ბიზნესის ზრდისთვის. ჩვენი სერვისები მოიცავს ბრენდინგს, მარკეტინგულ სტრატეგიას, ორგანიზაციულ განვითარებას, ადამიანური რესურსების მართვას, ინვესტიციებისა და გრანტების მიმართულებით კონსულტაციენსა და რაც მთავარია ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების აუთსორსინგის მომსახურებებს.

რაც შეეხება  ბიზნეს ფორუმს - ბრენდირების სტრატეგიები რეგიონალური განვითარებისთვის, რას მოიცავს იგი, რა არის გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში?

პირველი ბიზნეს ფორუმი გორში ჩავატარეთ. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა გორის ფორუმს და ჩართულიბაც საკმაოდ დიდი იყო გადავწყვიტეთ რომ კამპანია სხვა რეგიონებშიც გაგვეგრძელებინა. ამჯერად ბიზნეს ფორუმი თელავში გაიმართება და დასწრება შეუძლია ყველა დამწყებ თუ გამოცდილ მეწარმეს. ამჯერად აქცენტს თელავის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებზე ვაკეთებთ.

თუმცა მსგავსი ფორმატის ღონისძიების ჩატარებას უახლოეს მომავალში  სხვა დიდ ქალაქებშიც ვაპირებთ. ღონისძიება 3 თემატურ პანელად არის დაყოფილი და დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა მოუსმინონ სპიკერებს, რომლებიც ისაუბრებენ საგრანტო, თანადაფინანსების თუ ბიზნესის მხარდამჭერ სხვა პროგრამებზე. მოწვეულ სპიკერებს შორის იქნებიან საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, სოფლის განვითარების სააგენტოს,  TBC- ის, BOG-ის, GITA-ს წარმომადგენლები. ღონისძიების ჩატარებაში დიდი წვლილი მიუძღვის გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს.

რატომ შეირჩა ფორუმის მთავარ თემად ბრენდირების სტრატეგიები რეგიონალური განვითარებისთვის?

პირველი ბიზნეს ფორუმის თემად ბრენდირების სტრატეგიები შევარჩიეთ, რადგან სწორედ ბრენდის სტრატეგიაზე მუშაობა არის სტრატეგიული დაგეგმარების პირველი ეტაპი. ადგილობრივმა მეწარმეებმა უნდა შეძლონ და თავიანთი საწარმოების პოტენციალი დაინახონ. ბრენდიის სტრატეგიის შექმნისას ბიზნსი იწყებს ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც მის მომავალს განაპირობებს - ვინ ვარ დღეს, ვინ შემიძლია ვიყო ხვალ და რა ღირებულების შექმნა შემიძლია შევხმა საზოგადოებისთვის.

როგორია კონცეფცია, რითაც  Fireflies  ფუნქციონირებს, რაში მდგომარეობს მისი უპირატესობა, ძირითადად როგორი ტიპის კომპანიებთან მუშაობთ და რაში ეხმარებით?

ჩვენი ხედვა განსხვავდება იმით, რომ კომპანიებთან მუშაობისას ვცდილობთ დავინახოთ არა მხოლოდ ის, რას წარმოადგენენ ისინი დღეს, არამედ დავინახოთ ბიზნესის პოტენციალი. ყოველთვის ვცდილობთ გვქონდეს ხვალინდელი დღის ხედვა და პარტნიორებთან თანამშრომლობისას სწორედ ამ ხედვას ვეყრდნობით.

ზოგადად, რა ტიპის მხარდამჭერი სერვისები ესაჭიროება ბიზნესს საქართველოში, რა არის გამოწვევა ამ მიმართულებით?

კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქტის უდიდესი წილი რეგიონალურ საწარმოებზე მოდის, თუმცა ეს არ აისახება მათ შემოსავლებზე. რეგიონებში არსებობს პროდუქტის შექმნისა და საწარმოების მართვის გამოცდილება, თუმცა არ არის ამ პროდუქტისგან მაქსიმალური სარგებლის მიღების გამოცდილება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ფოკუსი რეგიონალურ ბიზნესზე გაგვეკეთებინა და მათთან გვემუშავა ბიზნესის სტრატეგიული განვითარების მიმართულებით.

და ბოლოს, სამომავლო გეგმებზე, ხომ არ გეგმავთ გაფართოებას ან სხვა რა სახის სიახლე გექნებათ სამომავლოდ?

პირველ რიგში ვაპირებთ რეგიონალურ ბიზნესთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან და არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას იმისათვის, რომ  ბიზნესის განვითარებისთვის ახალი პლათფორმების შეიქმნას და გამოცდილების გაზიარება ბევრად ხელმისაწვდომი იყოს. მიღებული ცოდნა ჩვენი სერვისების დახვეწაში და რეალურ საჭიროებებზე მორგებაში დაგვეხმარება. გვინდა ადგილობრივ კომპანიებთან ერთად ვიმუშავოთ საერთაშორისო პოტენციალის ბრენდების შექმნასა და განვითარებაზე, რის პოტენციალსაც ვხედავთ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები