USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას შეცვლის საქართველოში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების" დანერგვა

რას შეცვლის საქართველოში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების" დანერგვა

2023-12-13 18:57:29

ტრანსპორტის გაერთიანების ეგიდით, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქალაქ სკოპიეში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების" (ITS) შესახებ რეგიონალური კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა მიიღო მონაწილეობა.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას და შუა დერეფნის მზარდ როლს, რის ფონზეც კიდევ უფრო აქტუალური ხდება „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების" დანერგვის საკითხი.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების" დანერგვის და ზოგადად ტრანსპორტის სექტორის გაციფოვნების მიმართულებით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების გამარტივებას და ეფექტურობის გაზრდას.

კონფერენციის შემდგომ ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას ტრანსპორტის გაერთიანების ფარგლებში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების"  სამომავლო დანერგვის შესახებ.

იგივე თემაზე: 

თბილისში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის დანერგვა იგეგმება - სააგენტო

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები