USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი ვიზიტორი სტუმრობს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს

რამდენი ვიზიტორი სტუმრობს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს

2023-07-13 13:00:16

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორების რაოდენობა 14%-ითაა გაზრდილი. როგორც Business Insider Georgia-ს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღის ადმინისტრაციაში განუცხადეს, 2023 წლის იანვარ-მაისში ბოტანიკური ბაღის ვიზიტორების სტატისტიკამ 131 383 ვიზიტორი შეადგინა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ბოტანიკურ ბაღას 115 000 ვიზიტორი სტუმრობდა.

რაც შეეხება ვიზიტორების ზრდის დინამიკას წლიურ ჭრილში, 2022 წელს  საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს 77%-ით მეტი ვიზიტორი ჰყავდა ვიდრე 2021 წელს და 341%-ით მეტი ვიდრე 2020 წელს.
 
ბოლო სამი წლის ვიზიტორთა სტატისტიკა: 

  • 2020 წელი - 68 861 ვიზიტორი 
  • 2021 წელი - 171 036 ვიზიტორი 
  • 2022 წელი - 303 453 ვიზიტორი

რაც შეეხება ბოტანიკური ბაღის დათვალიერების საფასურს, ზრდასრულებისთვის 4 ლარია,  
სტუდენტთათვის /პენსიონერებისთვის - 1 ლარი, ხოლო მოსწავლეთათვის - 50 თეთრი.
  
ბოტანიკურ ბაღში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის/სოციალურად დაუცველებისთვის შესვლა უფასოა.

საოჯახო ბილეთის ტარიფი (ორი ზრდასრული და ბავშვები 18 წლამდე) - 6 ლარია.

ბოტანიკური ბაღის დათვალიერების საფასურის გადასახადისგან თავისუფლდებიან საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, ობოლი ან/და მშობელთა მზრუნველობა მოკლებული მოსწავლეები და სტუდენტები, სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები (აუცილებელია შესაბამისი დამადასტურებელი საბუთის ან სამგზავროს წარდგენა).

 საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღის ღონისძიებების საორიენტაციო კალენდარი კი ასე გამოიყურება: 

  • სექტემბრის ბოლო ოქტომბრის დასაწყისი - ''პურის ფესტივალი'',
  • ნოემბერი - ''შემოდგომის ყვავილების ფესტივალი'',
  • დეკემბერი - ''შოკოლადის საახალწლო ფესტივალი''

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები