USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი სტუდენტი და მოსწავლეა საქართველოში

რამდენი სტუდენტი და მოსწავლეა საქართველოში

2023-11-12 14:00:19

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სტატისტიკური პუბლიკაცია – „ქალი და კაცი საქართველოში 2022“ მოამზადა.

პუბლიკაციაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ასახავს ქვეყანაში არსებული გენდერული თანასწორობის 2022 წლის ძირითად ტენდენციებს.

პუბლიკაციის მიხედვით, 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისათვის საქართველოში სულ 634 000 მოსწავლე იყო. 

სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - 48% ქალი,  52% კაცი;

კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - 47% ქალი, 53% კაცი;

სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში - 43% ქალი, 57% კაცი;

კერძო პროფესიულ კოლეჯებში - 60% ქალი, 40% კაცი;

სტუდენტთა რიცხოვნობა  2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისათვის 161 000 სტუდენტი იყო. 

სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - 52% ქალი, 48% კაცი%;

კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - 52% ქალი,  48% კაცი. 

წყარო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; საქსტატი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკური გამოკვლევა.

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები