საქსტატის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლაზე დღე-ღამეში საშუალოდ 11.7 საათს ხარჯავს.
მათ შორის 4.2 საათს - კულტურულ, დასვენების, სპორტულ და მასმედიასთან დაკავშირებულ აქტივობებზე,
2.6 საათს - დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებზე,
2.1 საათს - შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ საოჯახო მომსახურებაზე,
1.4 საათს - სოციალიზაციაზე, კომუნიკაციაზე, სათემო და რელიგიურ აქტივობებში მონაწილეობაზე,
0.9 საათს - საკუთარი საბოლოო მოხმარებისთვის პროდუქციის წარმოებაზე,
0.6 საათს - შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ ზრუნვის მომსახურებაზე,
0.3 საათს - სწავლაზე, ხოლო 0.1 საათს - სტაჟირებაზე, მოხალისეობრივ და სხვა სახის აუნაზღაურებელ შრომაზე.
საქსტატის კვლევის თანახმად, აქტივობებზე დახარჯული დროის მიხედვით, ყველაზე დიდი განსხვავება ქალებსა და კაცებს შორის შეინიშნება აუნაზღაურებელი საოჯახო მომსახურების შემთხვევაში, რომელზეც ქალები, კაცებთან შედარებით, დღეში 4.9-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ.
დასაქმებისა და მასთან დაკავშირებული აქტივობების შემთხვევაში კი სურათი საპირისპიროა - კაცების მიერ დახარჯული საშუალო დრო 1.9-ჯერ აღემატება ქალების ამავე მაჩვენებელს
გამოკვლევა ევროსტატის და გაეროს მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოებს დაეფუძნა, რაც მიღებული მაჩვენებლების საერთაშორისო დონეზე შესადარისობას უზრუნველყოფს.
გამოკვლევისათვის, ქვეყნის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 680 შინამეურნეობა შეირჩა. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღეს 15 წლისა და უფროსი ასაკის პირებმა, რომლებიც დროის გამოყენების დღიურებში 10 წუთიანი ინტერვალით აღწერდნენ მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებს წინასწარ დადგენილი სრული ორი დღისთვის.
საქსტატის კვლევა 2020-2021 წლების პერიოდს მოიცავს.
უახლესი
11 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება