USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენ ბალიან მიწისძვრას გაუძლებენ შენობები საქართველოში - მშენებელები და ურბანისტები სეისმური აუდიტის ჩატარებას ითხოვენ

რამდენ ბალიან მიწისძვრას გაუძლებენ შენობები საქართველოში - მშენებელები და ურბანისტები სეისმური აუდიტის ჩატარებას ითხოვენ

2023-02-18 13:07:52

მომავალი წლიდან შენობების სეისმომედეგობა და სტანდარტები კიდევ გამკაცრდება. მშენებლების და ურბანისტების რეკომენდაციაა, სეისმური აუდიტი ჩატარდეს.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ სამშენებლო პროექტებში  სეისმურობასთან მიმართებით სტანდარტები გათვალისწინებულია, სისტემა მოძველებულია და ცვლილებას საჭიროებს. სეისმურმა აუდიტმა ასევე უნდა გასცეს პასუხი კითხვას, რამდენ ბალიან მიწისძვრას გაუძლებს თბილისი.

ეს საკითხი აღელვებს ყველას, რეგიონში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსების მდგრადობის თემა ქვეყანაში განსაკუთრებით გააქტიურდა.

სამშენებლო კომპანია ,,აი ჯი ეს ჯგუფის“ ხელმძღვანელი შოთა გუჯაბიძე ფიქრობს, რომ საქართველოში აშენებული კორპუსები მეტ-ნაკლებათ მდგრადია და ამ მხრივ საფრთხე ნაკლებადაა, თუმცა სეისმური აუდიტის ჩატარება აუცილებელია.

,,საბჭოთა კავშირის შემდგომ მასშტაბური სეისმური კვლევა არ ჩატარებულა. მართალია, სეისმური  მონაცემი ასე ადვილად არ იცვლება, შეიძლება საუკუნეებიც სჭირდება, მაგრამ საბჭოთადროინდელი და დღევანდელი კვლევის მეთოდები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

აუცილებლად უნდა ჩატარდეს სეისმური აუდიტი და გათვალისწინებული იყოს ყველა დასახლების პუნქტში, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  სამშენებლო გაანგარიშებებში. ეს არ არის მხოლოდ სეისმოლოგია. თბილისში  მასებისთვის ცნობილი ფაქტია, რომ სამშენებლო კომპანიები და მშენებლობით დაინტერესებული პირები გეოლოგიურ დასკვნებს მარტივად იღებდნენ. ეს მავნე პრაქტიკა  უნდა აღიკვეთოს და ნელ-ნელა  ხდება კიდეც მშენებლობის სტანდარტის გაუმჯობესება. თბილისი ისეა დაპროექტებული, რომ 8-ბალიან მიწისძვრას  უნდა გაუძლოს, მაგრამ ეს მაჩვენებელიც მომავალში სეისმური აუდიტის საფუძველზე უნდა დადგინდეს“, - ამბობს Business-Insider Georgia-თან შოთა გუჯაბიძე.

ურბანისტი ლადო ვარდოსანიძის შეფასებით, დედაქალაქთან შედარებით, შენობების მდგრადობის თვალსაზრისით, მეტ-ნაკლებად უკეთესი ვითარებაა რეგიონებში. თუმცა ურბანისტი მიიჩნევს, რომ სეისმური აუდიტის ჩატარება მნიშვნელოვანია.

„სიახლე არ არის, რომ დღევანდელ პროექტებში სეისმურობასთან მიმართებით სტანდარტები გათვალისწინებულია. ვერ გეტყვით, რამდენად სრულდება, მაგრამ რა მონაცემებიცაა, ეს არის საიმედო. რყევებისგან თავდაცვის საშუალება ძლიერი ბიძგების გამძლე მყარი შენობაა, რომელიც 8 ბალამდე მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული. ვიმედოვნებ, რომ  ტექნიკური ზედამხედველობა ამის კონტროლს ახორციელებს. როგორი მდგომარეობაც არ უნდა გვქონდეს, საჭიროა სეისმური აუდიტი ჩატარდეს, რაც მიწისძვრებისგან უფრო მეტად დაგვიცავს”, - ამბობს ლადო ვარდოსანიძე.

ცნობისთვის, 2024 წლიდან საქართველოს სამშენებლო სტანდარტში ევროკოდები შემოვა, რომელმაც სექტორი ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს. მათ შორის, აამაღლოს შენობების სეისმომედეგობა და უსაფრთხოება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები