„რადისონ ბლუ ბათუმის" სპა - „ენ სემონინ სპა" საერთაშორისო დაჯილდოების, World Luxury Spa awards 2023-ის გამარჯვებული და საქართველოს საუკეთესო ველნეს ცენტრის წოდების მფლობელია. როგორც Business Insider Georgia-ს სასტუმროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, „ენ სემონინ სპა ბათუმი“ სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმის“ მესამე სართულზე მდებარეობს და ღია და დახურულ აუზებს, ფინურ აბანოს, ორთქლის ოთახს, ფიტნეს ცენტრს, სპა ბარ „ოზონს“ და სპა პროცედურების ოთახებს აერთიანებს.
„თავის მოვლისა და განტვირთვის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის სასურველი პროცედურა 40-მდე დასახელების სპა პროცედურებიდან, რომლებიც ექსკლუზიურად ფრანგული პრემიუმ ბრენდის, „ენ სემონინის“ პროდუქციით კეთდება. სპაში შესაძლებელია ასევე „ენ სემონინის“ თავის მოვლის პროდუქტების შეძენაც.
World Luxury Spa Awards 2010 წელს დაარსდა და უკვე 11 წელია, სპა ინდუსტრიის წამყვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა. ხმის მიცემაში ყოველ წელს 400-ზე მეტი სპა ცენტრი იღებს მონაწილეობას, რომლებსაც 250 000-მდე მოგზაური აფასებს.
„ენ სემონინ სპასთან“ ერთად სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმი“ აერთიანებს 168 ოთახს, 2 რესტორანსა და საკონფერენციო სივრცეს. სასტუმროს არქიტექტურა ცნობილ იტალიელ დიზაინერსა და არქიტექტორს, მიკელე დე ლუკის ეკუთვნის“, - განმარტავენ სასტუმროს ადმინისტრაციაში.
„რადისონ ბლუ ბათუმი“ იმართება „სილქ ჰოსფითალითის“ მიერ.
„ენ სემონინ სპას“ პროცედურებისა და დეტალური ინფორმაციის სანახავად, ეწვიეთ:
batumi.annesemoninspa.ge
+995 577 90 22 20
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში