"ლეღვთახევში“ ქვათაცვენის შეჩერება საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს 6 184 372 ლარამდე უჯდება. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით, ქ. თბილისში აბანოთუბნის ტერიტორიაზე არსებული ე.წ. "ლეღვთახევის" ხეობის ქვათაცვენის შემაკავებელი ღონისძიებების და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და შესაბამისი გამაგრებითი/სარეკონსტრუქცო სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.
„ლეღვთახევი“ წარმოადგენს ტურისტულად აქტიურ ზონას. ლეღვთახევის ხეობის საორიენტაციოდ 150 გრძ/მ მონაკვეთზე განვითარებულია კლდოვანი ფერდების ქვათაცვენის პროცესი და არსებობს კლდეზვავური პროცესების განვითარების საფრთხე.
ტენდერში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის წარდგენა 7 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ.
ტენდერის პირობების მიხედვით, ანგარიშსწორება მოხდება შემსყიდველის 2023-2024 წლების ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან.
2023 წელს - 1 000 000 ლარი.
2024 წელს 5 184 372.83 ლარი.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში