USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა თანხა შეაქვს სათამაშო ბიზნესს ბიუჯეტში

რა თანხა შეაქვს სათამაშო ბიზნესს ბიუჯეტში

2024-01-11 02:30:00

მთავრობა სათამაშო ბიზნესის რეგულაციებს ეტაპობრივად ამკაცრებს, რის ფონზეც აღნიშნული ბიზნესის დაბეგვრიდან ბიუჯეტში აკუმულირებული თანხების მოცულობა წლიდან წლამდე მზარდია. 

2023 წლის იანვარ-ნოემბერში ბიუჯეტში შესულმა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა 108,293,074.65 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 82,052,433.64 ლარს შეადგენდა. შესაბამისად ზრდა 32%-ია.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2023 წლის 11 თვეში კაზინოების (სამორინეების) სათამაშო მაგიდიდან ბიუჯეტში სულ 2 ლარი შევიდა, სათამაშო აპარატებიდან - 51,861,071.7 ლარი, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებიდან - 1000 ლარი, წამახალისებელი გათამაშებიდან - 3,028,124.68 ლარი, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან - 10,955,484.79 ლარი, ლატარიების მოწყობაზე - 602.01 ლარი, სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 42,446,789.42 ლარი, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროდან - 60,248.70 ლარი, კლუბის მაგიდიდან - 1,604,133.0 ლარი, სამორინეს მაგიდიდან - 40,770,116.85 ლარი, სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან - 12,290.80 ლარი. 

2022 წელს  ბიუჯეტში შესულმა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა 114,392,795.66 ლარი შეადგინა, 2021 წელს კი ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებლის სახით 78,406,677.35 ლარი შევიდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები