USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა თანხა დაიხარჯება 2024 წელს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის

რა თანხა დაიხარჯება 2024 წელს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის

2023-10-02 11:00:50

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 3 350.9 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 2 200,3 მლნ ლარი, გრანტებში 18,4 მლნ ლარი, ხოლო კრედიტების ნაწილში 1 132,2 მლნ ლარი.

ძირითადი პროგრამების მიხედვით ასიგნებები განისაზღვრა შემდეგი ოდენობით:

  • საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები - 1 933,6 მლნ ლარი, მათ შორის
  • ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე გათვალისწინებულია 1 225,0 მლნ ლარი;
  • რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 322,1 მლნ ლარი;
  • წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია - 530,0 მლნ ლარი;
  • მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა - 65,0 მლნ ლარი;
  • ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია - 341,0 მლნ ლარი;
  • ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები - 150,0 მლნ ლარი;
  • სხვა დანარჩენი პროგრამები - 9,2 მლნ ლარი. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები