USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეები იგეგმება „უდაბნოს ლაბში“ 2024 წელს

რა სიახლეები იგეგმება „უდაბნოს ლაბში“ 2024 წელს

2023-12-13 23:20:28

„უდაბნოს ლაბი“, რომელმაც ფუნქციონირება 2023 წლის მაისში დაიწყო და სასტუმრო „სტამბაშია“ განთავსებული,  2024 წელს გაფართოვდება და უშუალოდ „უდაბნოს“ ტერიტორიაზე გადავა.

„უდაბნოს ლაბში“ თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით უდაბნოს ეკოლოგიურად სუფთა ნუშისგან მიღებულ პროდუქტებს აწარმოებენ, მზარდი მოთხოვნის ფონზე მომავალ წლებში გაყიდვების ზრდასაც პროგნოზირებენ.

როგორც Business Insider Georgia-სთან „უდაბნო ჯგუფის“ დირექტორმა დირექტორმა ლადო ცინცაბაძემ განაცხადა, „უდაბნოს ლაბის“ პროდუქციის შეძენა მომხმარებლებს „უდაბნო შოპში“ და ასევე ონლაინ მაღაზიიდან შეუძლიათ.

„უდაბნოს ლაბი“ დაახლოებით 6 თვის წინ მაისში გაიხსნა და ამ დროისათვის აწარმოებს ნუშის ზეთს, ნუშის რძეს, ფქვილს და ნუშის კრემ-ყველს. ასევე ვაწარმოებთ ვეგანურ ნაყინებს, ნუში ორცხობილებს და სხვა პროდუქტებს. 

ჩვენი პროდუქცია იყიდება თბილისში ჭოველიძის ქუჩაზე მდებარე „უდაბნოს შოპში“, რომელიც სასტუმრო „რუმსის“ მოპირდაპირედ მდებარეობს. ასევე ჩვენი პროდუქციით მარაგდება „აჭარა ჯგუფის“ ობიექტები, როგორიცაა „სტამბა“, „ჰოლიდეი ინი“, „ფაბრიკა“ და ასევე რუმსის სასტუმროები. ეს არის ამ დროისათვის ჩვენი გავრცელების ბაზარი“, - ამბობს ლადო ცინცაბაძე.

„უდაბნო ჯგუფის“ ხელმძღვანელის თქმით, უკვე შეძენილია დანადგარები და წარმოება 2024 წელს გაფართოვდება.

„ამ ეტაპზე არსებული წარმოებიდან გამომდინარე ეს არის ის მოცულობები რისი წარმოებას ახლა შეგვიძლია, თუმცა უკვე შეძენილი და ადგილზე ჩამოტანილი გაქვს შესაბამისი დანადგარები და დაწყებულია „უდაბნო ლაბის“ გაფართოების სამუშაოები.

შესაბამისად იგეგმება წარმოების წარმადობის ზრდა და შესაბამისად გაიზრდება ის არეალი, ვისაც ამ პროდუქციას მივაწვდით. ამ ეტაპზე ამ დანადგარების მონტაჟი მიმდინარეობს და 2024 წლიდან გაფართოვდება როგორც ფქვილის წარმოება ასევე ყველის საწარმო.

2024 წლის განმავლობაში, პერიოდულად დაემატება ეს ქარხნები და 2024 წლის ბოლომდე სრული დატვირთვით იმუშავებს.

გეტყვით, რომ ჩვენი პროდუქცია ონლაინიცაა ხელმისაწვდომი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომ გამოიწეროს და სახლში მიიღოს ჩვენი პროდუქცია“, - აღნიშნა ლადო ცინცაბაძემ.

უდაბნოს წარმოება მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე მოყვანილი პროდუქციის გადამუშავებას ახდენს და წარმოების ზრდის მიუხედავად არ გეგმავს ფერმერებისგან სხვადასხვა პროდუქციის მიღებას, რადგანაც  თავად „უდაბნოს“ ბაღებში მსხმოიარობის მაჩვენებელი წლიდან წლამდე მზარდია.

„იქიდან გამომდინარე, რომ „უდაბნოს“ მეურნეობა არის მთლიანად რეგენერაციული, რაც ნიშნავს იმას, რომ არ ვიყენებთ არანაირ შხამ-ქიმიკატებს, ხელოვნურ დანამატებს და მინიმალური ჩარევით ვიღებთ იმ პროდუქტებს, რომელიც შემდგომ ჩვენს მაღაზიაში მეორადი გადამუშავების შედეგადაა წარმოდგენილი. ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენს ტერიტორიაზე მოყვანილი პროდუქტებით ხდება წარმოება. ჩვენი ახალგაზრდა ბაღია და შესაბამისად პროდუქტების რაოდენობა ყოველწლიურად გაიზრდება“, - ამბობს „უდაბნო ჯგუფის“ ხელმძღვანელი.

მისივე განმარტებით, „უდაბნოს ლაბის“ პროდუქცია გამორჩეულია იმით, რომ ის არის მაქსიმალურად ბუნებრივად მიღებული პროდუქცია, რაც ნიშნავს იმას, რომ არის ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტია.
როგორც „უდაბნოს ჯგუფის“ ხელმძღვანელი ამბობს, მათ მიერ წარმოებული პროდუქცია საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასებითაც გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ „უდაბნო ჯგუფმა" 2017 წლიდან დაიწყო საქმიანობა და ემსახურება სოფლის მეურნეობის განვითარებას. კომპანიის ერთ-ერთი მიზანია ორგანული, ჯანმრთელი, ქართული პროდუქტის წარმოება და საქართველოს სახელით ექსპორტზე გატანაა.

რაც მთავარია უდაბნო არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი რეგენერაციული აგრომეურნეობა

კახეთში 20,000 ჰა-მდე მიწის განაშენიანებით „უდაბნო" გადამწყვეტ როლს თამაშობს გაუდაბნოებასთან ბრძოლაში, ამავდროულად უზრუნველყოფს რეგიონში ბიომრავალფეროვნების დამკვიდრებას.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები