USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სავაჭრო ურთიერთობები აქვთ საქართველოსა და უზბეკეთს

რა სავაჭრო ურთიერთობები აქვთ საქართველოსა და უზბეკეთს

2023-07-17 14:00:48

2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ უზბეკეთში ექსპორტზე 38,314.77 ათასი დოლარი პროდუქცია გაიტანა, რაც 1,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებზე.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 5 თვეში საქართველოდან უზბეკეთი გატანილი პროდუქციის ექსპორტმა 37,737.89 ათასი დოლარი შეადგინა.

2022 წელს საქართველოდან უზბეკეთში ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - 111,103.88 ათასი დოლარი.

რას ყიდის საქართველო უზბეკეთში: 

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 19,657.00 ათასი დოლარი;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 3,428.88 ათასი დოლარი;
  •  სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 2,919.83 ათასი დოლარი;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 2,105.24 ათასი დოლარი;

რაც შეეხება იმპორტს, მიმდნარე მაჩვენებლები 31.5%-იან ზრდას აჩვენებს. 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ უზბეკეთიდან 21,488.13 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 16,336.35 ათასი დოლარის.

უზბეკეთიდან იმპორტის კუთხითაც რეკორდული 2022 წელი იყო - 49,040.21 ათასი დოლარი.

რას ყიდულობს საქართველო უზბეკეთიდან: 

  • მავთული სპილენძისა - 7,538.29 ათასი დოლარი,
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან  -3,474.05 ათასი დოლარი,
  • პარკოსანი ბოსტნეული გამხმარი - 1,831.83 ათასი დოლარი,
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 1,698.67 ათასი დოლარი,
  • პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით -1,582.79 ათასი დოლარი.

​​​​​რაც შეეხება ფულად გზავნილებს, უზბეკეთიდან საქართველოში წლიური ჭრილში ეს მონაცემი -25.73%-ით შემცირდა. ივნისში უზბეკეთიდან საქართველოში $1.10 მილიონი გადმოირიცხა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი ოფციალური ვიზიტით ჩამოვიდა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები