USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა როლი აქვს ეთიკას ავტომობილის მართვისას ? - ბბ ლიზინგის კრეატიული კამპანია

რა როლი აქვს ეთიკას ავტომობილის მართვისას ? - ბბ ლიზინგის კრეატიული კამპანია

2023-12-13 10:46:13

მაღალი ურბანიზაციის დონე,  იწვევს  ქალაქში ავტომობილების  მკვეთრ ზრდას. ამიტომ საცობები და გზების გადატვირთულობა დღევანდელი რეალობის განუყოფელი ნაწილია

ყოველდღიურად, უამრავი ადამიანი გადაადგილდება როგორც ავტომობილით, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით.  სამუშაო დრეებში, თითქმის ყველა ქუჩა - მთავარი თუ მეორადი ძალიან გადატვირთულია. ასეთ მოძრაობაში ავტომობილის მართვა,  დაკავშირებულია სხვადასხვა სახის დისკომფორტთან. შექმნილი უხერხულობის უმთავრესი გამომწვევი მიზეზი არა მხოლოდ მართვისას მოძრაობის წესების დარღვევაა, არამედ ეთიკური ნორმების უგულებელყოფა.

რა კავშირშია ავტომობილის მართვა ეთიკასთან ?

ჩვენი ბევრი ნაცნობი, კოლეგა და მეგობარი ქალაქში  ტრანსპორტირებისთვის იყენებს ავტომობილს. მათაც როგორც ყველას,  აწუხებთ და უხერხულობას უქმნით მართვისას შექმნილი უწესრიგობა. არსებული რეალობის შესახებ ხშირად საუბრობენ, გამოხატავენ წუხილსა და  უკმაყოფილებას.

უცნაურია, თუმცა როგორც კი საჭეს მიუსხდებიან, ხშირია მათი ქცევის ტრანსფორმაცია...

რა იწვევს მათი ქცევის ცვლილებას ?

ბაზისბანკის შვილობილი სალიზინგო კომპანია ბბ ლიზინგი, აქტიურად აფინანსებს ავტო მიმართულებას. ამიტომ   სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პრიორიტეტად ისახავს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხის საინტერესო და დამაფიქრებელი გზით წარმოჩენას.

ბბ ლიზინგის ახალი კამპანია მართვის ეთიკას შესახებ. ერთგვარი „გამოძახილია“ იმ პრობლემისა, რომელსაც თითოეული მოსახლე ყოველდღიურად უსწორებს თვალს. იხილეთ ვიდეო

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები