USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მოცულობის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები გაიყიდება დღევანდელ აუქციონებზე

რა მოცულობის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები გაიყიდება დღევანდელ აუქციონებზე

2023-12-12 10:00:59

დღეს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონები გაიმართება.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 12 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს და 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 11 წლის საწყისი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციებს განათავსებს.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 5 დეკემბერს 2- წლიანი 40 მლნ ლარის (14.8 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 2.4-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით არ შეცვლილა და 8.389% შეადგინა.

ასევე, ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 5 დეკემბერს 6-თვიანი 20 მლნ ლარის (7.4 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა.

ამასთან, მოთხოვნა 3.0-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.206პპ-ით შემცირდა და 9.068% შეადგინა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები