რამდენიმე დღეში მთაწმინდის პარკი თბილისის საბავშვო ფესტივალს უმასპინლებს. ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია, ხოლო მეგობარი თიბისი.
„10 ივნისს, მთაწმინდის პარკში უკვე მეხუთედ გიბრუნდებით დიდი ზარ-ზეიმითა და სიახლეებით!
12:00-დან 20:00 საათამდე ბავშვები ჩაერთვებიან სახალისო თამაშებასა და შეჯიბრებებში, მიიღებენ მონაწილეობას ვორქშოფებში და დაესწრებიან საინტერესო სანახაობებს.
მშობლებს ექნებათ საშუალება მიიღონ განსაკუთრებული ფასდაკლებები საბავშვო პროდუქციაზე, გაეცნონ სიახლეებს საბავშვო მიმართულებების შესახებ და მიიღონ სასარგებლო ინფორმაცია.
ადგილზე დაგხვდებათ სხვადასხვა მიმართულების საბავშვო ზონა:
• საბავშვო სტარტაპების
• განათლების
• ჯანმრთელობის
• სპორტის
• გართობის
ღონისძიებას კი დააგვირგვინებს ჯგუფი Killages!
დასწრება თავისუფალია!
ერთად ვიზრუნოთ ბავშვების მომავალზე!“, აღნიშნულია თბილისის საბავშვო ფესტივალს ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში